Saturday, 3 October 2015

მერვე დღე

დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რომლითაც დავეხმარებით სსსმ მოსწავლეებს,ასევე ჩვენი პორტფოლიოს ბლოგზე ატვირთვა და გაზიარება. 

Sunday, 27 September 2015

მეშვიდე დღე

დღეს დავამთავრეთ პროცედურების შევსება,გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა,განვსაზღვრეთ კრიტერიუმები და მივანიჭეთ ხვედრითი წილი. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება სპეციალური საჭიროებების მქონე,არაქართულ ენოვანი და განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეებისთვის.

Saturday, 26 September 2015

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირტული იყო,გაკვეთილის გეგმაში შევიტანეთ გაკვეთილის პროცედურები,მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია გავაფორმეთ ეფექტებით და მუსიკით,  ეს პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე და გავაზიარეთ.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


Sunday, 20 September 2015

მეხუთე დღე

დღეს ვნახეთ საავტორო უფლებების მარტივი შაბლონი თუ რის გამოყენება შეგვიძლია ინტერნეტიდან. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა ვისწავლეთ ვიდეო მასალის გადმოწერა ინტერნეტიდან  და ძალიან დავიღალე.

არითმეტიკული პროგრესია