Saturday, 3 October 2015

მერვე დღე

დღეს შევქმენით მოსწავლის დამხმარე რომლითაც დავეხმარებით სსსმ მოსწავლეებს,ასევე ჩვენი პორტფოლიოს ბლოგზე ატვირთვა და გაზიარება. 

Sunday, 27 September 2015

მეშვიდე დღე

დღეს დავამთავრეთ პროცედურების შევსება,გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა,განვსაზღვრეთ კრიტერიუმები და მივანიჭეთ ხვედრითი წილი. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება სპეციალური საჭიროებების მქონე,არაქართულ ენოვანი და განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული მოსწავლეებისთვის.

Saturday, 26 September 2015

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირტული იყო,გაკვეთილის გეგმაში შევიტანეთ გაკვეთილის პროცედურები,მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია გავაფორმეთ ეფექტებით და მუსიკით,  ეს პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე და გავაზიარეთ.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


Sunday, 20 September 2015

მეხუთე დღე

დღეს ვნახეთ საავტორო უფლებების მარტივი შაბლონი თუ რის გამოყენება შეგვიძლია ინტერნეტიდან. დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა ვისწავლეთ ვიდეო მასალის გადმოწერა ინტერნეტიდან  და ძალიან დავიღალე.

არითმეტიკული პროგრესია

Saturday, 19 September 2015

მეოთხე დღე


დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ: შეფასების სხვადასხვა მეთოდიდან შევარჩიეთ ხუთი პროექტის დაწყებამდე,პროექტის მსვლელობისას და პროექტის ბოლოს.
ვისწავლეთ ჩვენს ბლოგზე სურათის ჩასმა,ტექსტში სურათის ჩასმა,დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო 
მესამე დღე

დღეს ჩვენს პროექტის გეგმაში ჩავწერეთ პროექტის მიზანი, ინდიკატორები ეროვნული სასწავლო გეგმიდან და კითხვები რომლებიც შესაძლოა დავსვათ. დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

Sunday, 6 September 2015

მეორე დღე

დღეს გავეცანით  ერთმანეთის პროექტების თემებს.ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა, რომელიც დაგვეხმარება მშობელთან ურთიერთობაში.გავაცნობთ მას როგორ შეიძლება პროექტის საშუალებით ცოდნის მიღება და გამოყენება.

Saturday, 5 September 2015

პირველი დღე

გავეცანით ინტელით სწავლების მთავარ მიზნებს:ტექნოლოგიების დანერგვას სასწავლო პროცესში, ვისწავლეთ ჩვენი პორტფოლიოს შექმნა, რომელშიც გადავიტანეთ საჭირო რესურსები,შევქმენით ბლოგი, ვისწავლეთ უცხო სიტყვები.ეს დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მადლობა ქალბატონ ნინოს.